Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანტეს შემოქმედების ლიტერატურულ-ენობრივი პარადიგმები, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური“

2021 წლის 27-28 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრა „დანტე ალიგიერის საზოგადოების“  თბილისის კომიტეტთან თანამშომლობითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართავენ  დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავისადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „დანტეს შემოქმედების ლიტერატურულ-ენობრივი პარადიგმები, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური“. 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • დანტეს შემოქმედება და მისი როლი მსოფლიო ლიტერატურულ მემკვიდრეობაში
  • იტალიური ლიტერატურა
  • იტალიური ლინგვისტიკა
  • თარგმანი და ქართულ-იტალიური ურთიერთობები
  • იტალიური ლექსიკოგრაფია
  • იტალიური ენის სწავლების მეთოდიკა

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 14 ოქტომბრამდე თეზისები უნდა გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: alighieri700@gmail.com

 

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება – 15 წუთი; მსჯელობა –10 წუთი.

სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

თეზისები მიიღება  ქართულ და ინგლისურ ენებზე.

იხ. თეზისების  გაფორმების წესი.

კონფერენციის ჩატარების ფორმატი:

„ჰიბრიდული“ , რაც გულისხმობს მონაწილეთა ფიზიკურ დასწრებასა და ონლაინ ჩართვას.

კონფერენციაზე დამსწრე მომხსენებელმა უნდა წარმოადგინოს კოვიდპასპორტი, ხოლო კოვიდპასპორტის არქონის შემთხვევაში – ბოლო 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის ან სწრაფი ანტიგენის უარყოფითი პასუხი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

 https://matsne.gov.ge/ka/document/view/5257304?publication=0&fbclid=IwAR1yoz1yvGFd_FO_TKB-oyJQgq7cjMYKRuIttFtR7rfM2igCZZBr5mESNlo

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

საკონტაქტო პირები: 

ასოც. პროფესორი მაია ჯავახიძე

599104315

სტუდენტი მარიამ გვასალია

598008661

თსუ, V კორპუსი, ოთახი 220